ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


26 ოქტომბერს ჩრდილოეთ ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც დედაქალაქ ქაბულში რყევები გამოიწვია და ბიძგები ისე შორს გაავრცელა, რომ ისინი პაკისტანში და ინდოეთშიც იგრძნობოდა.

ავღანეთის ნანგარანის პროვინციაში, ჯანდაცვის მოხელეების ცნობით, 200 ადამიანის დაღუპვა და თითქმის 1400-ის დაშავება დადასტურდა. ყუნდუზის პროვინციაში, განათლების დირექტორმა „ამერიკის ხმა“-ს უთხრა, რომ თახარში 12 მოსწავლე დაიღუპა და 35 დაშავდა. პაკისტანში, ავღანეთთან მოსაზღვრე პროვინციაში, პროვინციის და ფედერალური ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.

XS
SM
MD
LG