ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი ქაბულში თავს კერძო მედია ჰგუფს დაესხა


ავღანეთის წამყვან კერძო მედია ჯგუფ „ტოლო ნიუს“-ზე თალიბანის სისხლიან თავდასხმას მკაცრი ადგილობრივი და საერთაშორისო გულისწყრომა მოჰყვა და ის დაგმეს, როგორც სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა.

აფეთქება ოთხშაბათს საღამოს, ქაბულის დასავლეთ ნაწილში მოხდა, როცა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული მანქანა ტელევიზიის თანამშრომლებით სავსე მინი ავტობუსს შეაჯახა. აფეთქებამ სულ მცირე შვიდი ადამიანი შეიწირა და 24 დაიჭრა. მსხვერპლთა შორის ქალები და ბავშვები იყვნენ.

XS
SM
MD
LG