ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ავღანეთში


შეტევაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტების ჯგუფმა ქაბულში საგზაო პოლიციის შენობაზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც სამი პოლიციელი დაიღუპა. ხელისუფლების თქმით, ხუთივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

შეტევის შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ოთხი პოლიციელი. პოლიციის შენობა ქვეყნის პარლამენტთან ახლოს მდებარეობს. თავდასხმა დანაღმული ავტომობილის აფეთქებით დაიწყო. ორმა თავდამსხმელმა შენობაში შეღწევა შეძლო და შიგნით მყოფ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო თალიბანმა.
XS
SM
MD
LG