ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ავღანეთის დაზვერვის შენობასთან


ქაბულში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას თალიბანი იღებს

ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი შეტევის შედეგად დაცვის 2 თანამშრომელი დაიღუპა. აფეთქება დღეს ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სამსახურის შენობასთან მოხდა.

პოლიციის განცხადებით, ფეთქებადი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა შუადღეზე დაზვერვის ოფისის ჭიშკართან აფეთქდა. შეტევაში დამატებით 5 შეიარაღებული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მეორე მანქანით შენობაში შეღწევას ცდილობდნენ. ხუთივე მათგანი დაცვის თანამშრომლებმა ჩაცხრილეს.

დაზვერვის სამსახური მთავრობის დანარჩენ ოფისებთან ერთად ქაბულში მდებარეობს, იქ, სადაც ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მსახურებს. აფეთქების გამო დაშავებულთა რაოდენობა 30-ს აღწევს. მეზობელ მაღაზიებშიც კი მინები ჩაიმსხვრა. ახალი ამბების სააგენტოებისთვის გაგზავნილი ტექსტური შეტყობინების მიხედვით, მომხდარზე პასუხისმგებლობას თალიბანი იღებს.
XS
SM
MD
LG