ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სამოქალაქო ომია მოსალოდნელი, ამბობს ამერიკელი გენერალი 


ამერიკელი გენერალი მარკ მილი, რომელიც გაერთიანებული შტაბის უფროსია, ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ავღანეთში სამოქალაქო ომია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა ქვეყანაში ტერორისტული ჯგუფები გააძლიეროს. მისი აზრით, პანჯირის ხეობაში დაწყებული ესკალაცია არ იქნება ერთადერთი წერტილი ავღანეთში სადაც პროცესები უკიდურესად დაიძაბება.

„სავარაუდოდ ავღანეთში სამოქალაქო ომი იფეთქებს,“- ამბობს გენერალი მილი და აღნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ზუსტად აღწეროს როგორ წარმიმართება პროცესები, რადგან ავღანეთში ვითარება რთულია.

ავღანეთში მოსალოდნელ სამოქალაქო ომზე გენერალმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ წამყვანმა მას ჰკითხა, შეძლებდა თუ არა თალიბანი, ქვეყნის მართვას ახალი მთავრობის შემადგენლობით, რომლის წარდგენაც უახლოეს პრიოდში იგეგმება.

„მე ვფიქრობ, რომ სულ მცირე სამოქალაქო ომის ალბათობა არსებობს. რაც თავის მხრივ გამოიწვევს ისეთ ვითარებას, სადაც შესაძლებელი იქნება „ალ-ყაიდა“, „ისლამური სახელმწიფო“ ან რომელიმე სხვა ტერორისტული ჯგუფი გაძლიერდეს,“- ამბობს გენერალი. ტერორისტულ ჯგუფთა წევრები, რომელზეც გენერალი საუბრობს, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში იმყოფებიან და ძალთა ბალანსზე ვერ თანხმდებიან.

გენერალს მიაჩნია, რომ თალიბანს ქვეყნის მართვა გაუჭირდება. ის „ფოქს ნიუსთან“ საუბრის დროს იყენებს ფრაზას „ძალიან ძნელად სავარაუდოა“.

თალიბანი ბოლო სამი კვირის განმალობაში საუბრობს, რომ უახლოეს დღეებში მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს. მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება თალიბანმა ქვეყნის მთავრობის ფორმირება მოახერხოს.

თალიბანი ამბობს, რომ "ხუთი ლომის ველი" აიღო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00

რამდენიმე საათის წინ, თალიბანის ლიდერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან მთავრბის ფორმირებისთვის. განცხადება მას შემდეგ გაკთდა, რაც მათ საზოგადოებას ამცნეს, რომ წინააღმდეგობის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც პანჯშირის ხეობაში იყო განლაგებული, დაამარცხეს. თალიბანი ირწმუნება, რომ ახლა ისინი მთელ ავღანეთს აკონტროლებენ. თუმცა, თავად წინააღმდეგობის ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ისინი ხეობაში რჩებიან და ყველა სტრატეგიულ წერტილს აკონტროლებენ.

თალიბანი მთავრობის ფორმირებას ამ დრომე ვერ ახერხებს, ქვეყანაში კი ვითარება მძიმეა. რთულდება და ღმავდება ეკონომიკური კრიზისი. მოსალხეობის ნაწილი, რომელმაც გაქცევა ვერ მოახერხა, მცირე საპროტესტო აქციებს მართავს თალიბანის წინააღმდეგ. ქაბულში ბოლო დღეების განმავლობაში ქალებმა არაერთი აქცია გამართეს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG