პარიზის ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ სალა აბდესლამის ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოში მის ინტერესებს აღარ წარმოადგენენ. მიზეზად ადვოკატები აბდესლამის მიერ კითხვებზე პასუხების გაუცემლობას ასახელებენ.
„მიგვაჩნია, რომ ის თავდასხმებში ჩართულობაზე არ ისაუბრებს და სიჩუმეს შეინარჩუნებს. გაუგებარია რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მის დაცვას შევწყვეტდით თუ ის საუბრისგან თავს შეიკავებდა,“ განაცხადა დღეს აბდესლამის ადვოკატმა ფრენკ ბერტონმა.
გამოძიების თანახმად აბდესლამი იმ ტერორისტული ჯგუფის კოორდინატორი იყო, რომლის მიერ ორგანიზებულ თავდასხმებს შარშან 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.