ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონექტიკუტის პროკურორის ანგარიში


ადამ ლანცას მასობრივი მკვლელობა დაგეგმილი ჰქონდა, თუმცა ამ გეგმის შესახებ არავისთან უსაუბრია

კონექტიკუტის სკოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ გავრცელებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ შეიარაღებული მამაკაცი მასობრივი მკვლელობის მანიით იყო შეპყრობილი, თუმცა მისი კონკრეტული მოტივი უცნობია.

შტატის პროკურორის ანგარიშის მიხედვით, 20 წლის ადამ ლანცა მარტო მოქმედებდა, როდესაც კონექტიკუტის ქალაქ ნიუტონში სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში შეიჭრა და ავტომატური იარაღით 20 სკოლის მოსწავლე და ექვსი მოზარდი გამოასალმა სიცოცხლეს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ლანცას მასობრივი მკვლელობა დაგეგმილი ჰქონდა, თუმცა ამ გეგმის შესახებ არავისთან უსაუბრია.

გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ ადამ ლანცა დაინტერესებული იყო მასობრივი მკვლელობებით და განსაკუთრებით 1999 წელს კოლორადოს კოლუმბაინის საშუალო სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობა იტაცებდა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ადამ ლანცას სერიოზული მენტალური პრობლემები ჰქონდა, თუმცა რამდენად კავშირშია ეს პრობლემები მასობრივი მკვლელობის აკვიატებასთან, უცნობია.
XS
SM
MD
LG