ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოზარდს 2 მილიონი დოლარის გირაო დაუწესეს


გრანტ აკორდს სურდა 1999 წელს კოლორადოს შტატის საშუალო სკოლაში მომხდარი მკვლელობა გაემეორებინა

ორეგონის სასამართლომ 2 მილიონი დოლარის გირაო დააწესა ამერიკელი მოზარდისთვის, რომელიც თანაკლასელებს მოკვლით დაემუქრა.

ჩვიდმეტი წლის გრანტ აკორდმა სასამართლო დარბაზში ცოტა ისაუბრა და მოსამართლეს თხოვნით არ მიმართა.

გრანტ აკორდს მკვლელობის მცდელობა და სასიკვდილო იარაღის ქონა ედება ბრალად.

პროკურორმა აკორდს ბრალი საძინებელ ოთახში ბომბის შენახვის გამოც წაუყენა . ეჭვმიტანილის ოთახში ასევე აღმოაჩინეს სკოლის შენობის ზუსტი გეგმა. პროკურორების განცხადებით, გრანტ აკორდს სურდა 1999 წელს კოლორადოს შტატის საშუალო სკოლაში მომხდარი მკვლელობა გაემეორებინა.
XS
SM
MD
LG