ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლები და ახალი ერა


ვაშინგტონის დაზვერვის სამსახურების ორ წამყვან პირს ხუთშაბათს ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა. ეროვნული დაზვერვის დირექტორი დენ ქოუთსი და მისი პირველი მოადგილე სიუ გორდონი თანამდებობას ჩინეთთან არსებული დაძაბულობის, ჰონგ-კონგის საპროტესტო ტალღის და სხვა მოსალოდნელი პოტენციური კრიზისების ფონზე ტოვებენ, იქნება ეს სპარსეთის ყურე, კორეის ნახევარკუნძული თუ სხვა.

ტრამპმა ქოუთსის თანამდებობიდან წასვლის შესახებ "ტვიტერით" გასულ თვეში აცნობა საზოგადოებას, ორი კვირის მერე კი ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოადგილის სიუ გორდონის შესახებაც განაცხადა. თუმცა, გორდონმა გამოქვეყნებულ ბოლო განცხადებაში გუნდურობაზე და პატივისცემისა და პატრიოტიზმის გამოხატვის საჭიროებაზე ისაუბრა.

თავდაპირველად, ტრამპმა ქოუთსი პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან მალევე შეარჩია. ვეტერანებსა და კანონმდებლებში ქოუთსმა მალე მოიპოვა პატივისცემა, როგორც ადამიანმა, "რომელიც არ უშინდება ძალაუფლების მქონე პირებისთვის სიმართლის თქმას". მისი საჯარო განცხადებები ხშირად ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ მოსაზრებებსა თუ მტკიცებებს.

დონალდ ტრამპის ახალი არჩევანი კი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობის ნომინანტად ჯონ რეტკლიფია - პრეზიდენტის ერთგული მხარდამჭერი. რეტკლიფი მესამე ვადით არჩეული კონგრესმენია ტეხასიდან. მას შემდეგ, რაც ტრამპი აირჩიეს, რეტკლიფმა შემთხვევების 92 პროცენტში, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის პოზიციის მიხედვით მისცა ხმა. მისი ოლქი შეერთებულ შტატებში ერთი-ერთი ყველაზე რესპუბლიკურად განწყობილია. იქ 2016 წლის არჩევნებზე, მოსახლეობის 75 პროცენტმა ტრამპს მისცა ხმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG