ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეფე ჩარლზ მესამე კორონაციის შემდეგ ცერემონიის მონაწილეებს მადლობას უხდის


ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ, კორონაციის ცერემონიის შემდეგ, იმ მომღერლებს გადაუხადა მადლობა, რომლებმაც კორონაციის აღსანიშნ კონცერტზე იმღერეს.

მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამალას კორონაციის ცერემონიალი ვესტმინსტერის სააბატოში, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე პომპეზური და მასშტაბური ღონისძიება იყო, რაც სამეფო ოჯახს გაუმართავს.

საზეიმო ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი კვირას გაიმართა, რომლის დამაგვირგვინებელი ნაწილი "საკორონაციო კონცერტი" იყო, რომელზეც მსოფლიო ვარსკვლავები, მათ შორის, ლაიონელ რიჩი და ქეითი პერი გამოვინდნენ. 20,000-კაციან აუდიტორიაში კონცერტს სამეფო ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ.

კორონაციის აღსანიშნავად ინგლისში საზეიმო ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორშაბათი კი სახელმწიფო დასვენების დღეა, ასევე კორონაციის აღსანიშნავად. ათასობით ორგანიზაცია თანამშრომლებთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.

საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პრინცმა უილიამმა და ქეითმაც, რომლებიც შვილებთან ერთად, ორგანიზიაცია "The Big Help Out"-ს ეწვივნენ.

XS
SM
MD
LG