ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკვადორის განდევნილი პრეზიდენტი ბრაზილიაში ცდილობს გამგზავრებას - 2005-04-21


cn-042

ecuador pol a.k.

042105

ეკვადორის პრეზიდენტმა ლუსიო გუთიერესმა რომელიც გუშინ ეკვადორის კონგრესმა დაითხოვა, დედაქალაქ კიტოში არსებულ ბრაზილიის საელჩოს შეაფარა თავი სადაც იგი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს და ბრაზილიაში გამგზავრების ნებართვას ელოდება.

ბრაზილიის ოფიციალური პირების განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა ბატონი გუთიერესის თხოვნა დაკმაყოფილდეს.

კონგრესის მიერ გუთიერესის დათხოვნის ფაქტს პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთკვირიანი მასობრივი საპროტესტო აქციები უძღოდა წინ.

ეკვადორის ვიცე პრეზიდენტი ალფრედო პალასიო უკვე ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობებს.

ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დღეს ეკვადორის მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

ვილნიუსში გამოსვლისას, ქალბატონმა რაისმა არ გამორიცხა რომ ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა გახდეს საჭირო, თუმცა მან ეკვადორის ხალხს მხოლოდ საკონსტიტუციო პროცესის დაცვით მოუწოდა ასეთი ცვლილებისაკენ.

XS
SM
MD
LG