ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვატიკანმა იოანე პავლე მეორეს ანდერძი გამოქვეყნა - 2005-04-07


ვატიკანმა იოანე პავლე მეორეს ანდერძი გამოქვეყნა.

რომში უშიშროების პირობები უკიდურესად არის გამკაცრებული, მაშინ როცა მსოფლიოს პოლიტიკური და სასულიერო ლიდერები, ისევე როგორც ასობით ათასი მომლოცველი იოანე პავლე მეორის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ჩადიან იტალიის დედაქალაქში. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მომლოცველი ბევრი იმედგაცრუებული დარჩა, რადგანაც მათ, მიუხედავად ხანგრძლივი მგზავრობისა, საშუალება არ მიეცათ ბაზილიკაში შესულიყვნენ.

ვატიკანის წინასწარი შეფასებით, დღეს, დღის ბოლომდე, რომში 2 მილიონ 600- ათასზე მეტი ადამიანი ჩავა.

მომლოცველებმა ტირილისგან ვერ შეიკავეს თავი, მაშინ როცა რომის პოლიციამ მათ გზები ჩაუკეტა.

მათიას ვილარეალი, რომში ბრიუსელიდან ჩაფრინდა, და ერთერთი მათგანი იყო ვინც პოლიციამ უკან გააბრუნა. მათიასი, ისევე როგორც სხვა მისი მსგავსი მომლოცველები ამ დროს ამბობენ, რომ გაცილებით მთავარია ამ წუთებში რომში იყო, და არა ის, უშულოდ პაპის ცხედრის მონახულების საშალება მოგეცემა თუ არა

დღეს, ვატიკანმა გამოაქვეყნა იოანე პავლე მეორეს ანდერძი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პაპს სურდა გადამდგარიყო 2000 წელს. ასევე მისი სურვილი იყო პოლონეთის მიწისთვის მიებარებინათ მისი ცხედარი. ანდერძში ნათქვამია, რომ უნდა განადგურდეს პაპის პირადი ჩანაწერები.

XS
SM
MD
LG