ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შირაკი: პარიზი ჩინეთის მიმართ ემბარგოს მოხსნას უჭერს მხარს: - 2005-03-27


იაპონიაში მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ოფიციალური ტოკიო დაარწმუნა, რომ ჩინეთის მიმართ ევროპული ემბარგოს მოხსნა შედეგად არ მოიტანს იარაღის გაყიდვის ზრდას.

ტოკიოში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას, ჟაკ შირაკმა პრემიერ მინისტრ იუნიჩირო კოიზუმის განუცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს პეკინს რაიმე სახის სენსიტიური ტექნოლოგია მიაწოდოს.

შირაკის განცხადებით, ჩინეთის თხოვნა იარაღის ემბარგოს მოხსნაზე ლეგიტიმურია, ემბარგოს გაუქმების მიზეზი კი პოლიტიკური, რამაც ურთიერთობების ნორმალიზაცია უნდა მოიტანოს შედეგად.

პრემიერ მინისტრ კოიზუმიმ კი თავის მხრივ კვლავ გაუსვა ხაზი იაპონიის უარყოფით დამოკიდებულებას ემბარგოს მოხსნასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG