ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰარირის მკვლელობას ბეირუთის მოსახლეობა სირიას აბრალებს - 2005-02-17


ლიბანის მთავრობას მოსახლეობა პრემიერ მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმის სასწრაფო გამოძიებას და მკვლელების დასჯას სთხოვს.

ჰარირი ორშაბათს, ბეირუთში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ადგილზე გარდაიცვალა 14 სხვა პირი. ყოფილი პრემიერ მინისტრი გუშინ დაკრძალეს. ლიბანის ოპოზიციურმა პარტიებმა მკვლელობისთვის სირიას დასდეს ბრალი.

თუმცა დამასკო გაომრიცხავს ამის შესაძლებლობას და უარყოფს ბრალდებებს.

ლიბანის საინფორმაციო საშუალებები აღნიშნავენ, რომ პრემიერ მინისტრის მკვლელობის ფაქტით აღშფოთებული მოსახლეობის პროტესტი ფაქტობრივად ლიბანის ხელისუფლებისათვის უნდობლობის გამოცხადების ტოლფასია.

XS
SM
MD
LG