ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება პაკისტანში - 2005-02-11


პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, 50ზე მეტი ადამიანი კაშხალის აფეთქების შემდეგ დაიღუპა. აფეთქების შედეგად წყალმა პაკისტანის რამდენიმე სოფელი მთლიანად დატბორა სამხრეთ დასავლეთში.

შადიკორის კაშხალზე,, რომელიც ბალუჩისტანის პროვინციაში ფუნქციონირებდა, აფეთქებას გუშინ გვიან ღამით, სავარაუდოდ ძლიერი წვიმებისა და თოვლის შედეგად ჰქონდა ადგილი.

ადგილობრივი ხელმძღვანელობის განცხადებით, რეგიონში საჯარისო შენაერთები განალაგეს. სამაშველო სამუშაოებში შვეულმფრენები იღებენ მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG