ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი: პირველი მოგზაურობა უცხოეთში  - 2005-02-10

ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს თავის პირველ საგარეო ტურნეს ასრულებს.

ბოლო შეხვედრას ქალბატონი რაისი ლუქსემბერგში გამართავს. ლუქსემბურგს, ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტის ფუნქცია აკისრია.

კონდოლიზა რაისი შეერთებულ შტატებში შვიდი ევროპული ქვეყნის მონახულების შემდეგ ბრუნდება. რაისი ასევე ეწვია თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, სადაც მან უშიშროების საკითხებში ამერიკის სპეციალური კოორდინატორის დანიშნვის შესახებ განაცხადა.

ევროპაში ყოფნისას, რაისი ძირითადად შეეცადა ერაყის საკითხის ირგვლივ წარმოქმნილი უთანხმოებები განეხილა. მან თავისი ძირითადი პოლიტიკური განცხადებები პარიზში წარმოთქმულ სიტყვაში გააკეთა. რაისმა ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდა ვაშინგტონის მიზნები გაიზიარონ და მსოფლიოში მშვიდობის გავრცელებისათვის იზრუნონ.

XS
SM
MD
LG