ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ ხუთშაბათს გახდება ცნობილი - 2005-02-05


ერაყის საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების საბოლოო შედეგები ხუთშაბათისთვის გახდება ცნობილი.

ჯერჯერობით არსებული ინფორმაციით, რომელიც ქვეყნის შიიტი მოსახლეობით დასახლებული პროვინციებიდან არის მიღებული, ხმათა ორი მესამედით ერაყის გაერთიანებული ალიანსი ლიდერობს. დროებითი პრემიერ მინისტრის, იად ალავის პარტია ოცი პროცენტით ჩამორჩება ალიანსს.

ამ ფონზე, იტალიაში ელოდებიან ინფორმაციას ბაღდადში, გუშინ გატაცებული ჟურნალისტის ბედის შესახებ.

ჯულიანა სგრენას გატაცებაზე პასუხისმგებლობა ისლამური ჯიჰადის ორგანიზაციამ აიღო თავის თავზე. ამ ჯგუფის მოთხოვნით, იტალიამ, რამდენიმე დღეში ჯარები უნდა გაიყვანოს ერაყიდან. თუმცა ჯერჯრობით გადამოწმებული არ არის ამ განცხადების ავტენტურობა.

დღეს, ერაყში მომხდარმა რიგმა თავდასხმებმა ბასრასა და სამარაში 7ერაყელი დაცვის თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გუშინ, ქალაქ ბაიჯიში ორი ამერიკელიმოკლეს.

XS
SM
MD
LG