ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ელჩი სანქციების მოხსნას ითხოვს - 2005-02-02


ერაყის ელჩი შეერთებულ შტატებში ერაყის მიმართ არსებული სანქციების მოხსნის მოწოდებით გამოდის.

ელჩის განცხადებით, ჰუსეინის მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დღევანდელ ერაყში უადგილოა, რამეთუ ბაღდადმა მთელ მსოფლიოს აჩვენა რომ ახალი ქვეყნის დედაქალაქია და თავის მეზობლებთან მშვიდობა სურს.

მაღალი დონის ერაყელი დიპლომატის განცხადებით, დადგა დრო რომ ნავთობის წარმოებიდან მიღებული თანხები 1990 წელს ერაყის მიერ ქუვეითის ანექსიის მსხვერპლთა საკომპენსაციოდ იქნას გადანაწილებული, და ასევე გაუქმდეს იარაღის ემბარგო, რომელიც ქუვეითის ანექსიის შემდეგ დაწესდა.

ამ ფონზე, ბაღდადის საარჩევნო შტაბბინის 200მდე თანამშრომელი კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგებს ითვლის.

XS
SM
MD
LG