ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი გენერალი ერაყში: უცნობია ჩვენი გასვლის ვადა - 2005-01-27


ერაყში, მრავალეროვნული ძალების ამერიკელმა მეთაურმა, გენერალმა ჯორჯ კეისიმ განაცხადა, რომ კვირის არჩევნების შემდეგ აშშ-ების სამხედრო ძალების ყურადღების ცენტრში ერაყის უშიშროების ძალების გაწვრთნა მოექცევა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალიშა რუ ბაღდადში გენერალ კეისის ესაუბრა. გენერალს ჰკითხეს, დაახლოებით რამდენ ხანში გავლენ ამერიკული ჯარები ბაღდადიდან. ერაყში დაბანაკებული 150.000 ამერიკელი ჯარისკაცის მეთაურმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ამერიკელი ჯარისკაცები არ დასტოვებენ ერაყს, რამეთუ მოთარეშეები არ ცხრებიან. “ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება არჩევნები. არც ის ვიცით როგორი მთავრობა ჩამოყალიბდება. ასე, რომ ამის გასაფილტრად დრო იქნება საჭირო-თქვა მან.

XS
SM
MD
LG