ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-სადრის მომხრეები დემონსტრაციებს მართავენ - 2005-01-15


ერაყის სამხრეთის ქალაქ ბასრაში, ამარასა და ქუთში შიიტთა ლიდერის მოქტადა ალ-სადრის მომხრეთა დემონსტრაციები მიმდინარეობს, რომლებიც ელექტროენერგიის და ბენზინის მიწოდების აღდგენას მოითხოვენ.

ბაღდადში, უსაფრთხოების მწვანე ზონის სიახლოვეს სამი ნაღმი აფეთქდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ჟურნალისტების შეშფოთება კი გამოიწვია,

გარდა ამისა, ერაყის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია დროებითი მთავრობის თავდაცვის მინისტრზე წარუმატებელი თავდასხმის შესახებ.

მინისტრი, სირიაში სადამ ჰუსეინის მომხრეთა მიერ გაწვთნილ ქალს უნდა მოეკლა.

XS
SM
MD
LG