ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადნან პაჩაჩი: ერაყის არჩევნები არალეგიტიმური იქნება - 2005-01-08


ერაყის გავლენიამა სუნიტმა პოლიტიკოსმა ყველას 30 იანვრის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდა, ასევე გააკეთა რა გაფრთხილება, რომ თუ ელექტორატის დიდი ნაწილი არ მიიიღებს არჩევნებში მონაწილეობას მაშინ შედეგები შესაძლოა არალეგიტიმურად იქნას აღქმული.

ეს გავლენიანი პირი გახლავთ ერაყის ყოფილი მმართველი საბჭოს წევრი ადნან პაჩაჩი, რომელმაც ზემოხსენებული განცხადება ბიბისისთან ჩაწერილ ინტერვიუში გააკეთა. პაჩაჩიმ აქვე აღნიშნა, რომ თუ არჩევნები და მისი გეგმისამებრ 30 იანვარს ჩატარება არ მოიცავს მოსახლეობის ყველა ფენას, მაშინ ძალადობა გარდაუვალი იქნება.

ამ ფონზე, მანქანაში დამონტჟებული ბომბი აფეთქდა ბაღდადის სამხრეთით მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე. ინციდენტის შედეგად მოკლულია სულ ცოტა ერთი ადამიანი, დაჭრილია რამდენიმე სხვა.

დამოუკიდებელ ინციდენტში, მეამბოხეებმა ქალაქ ტიკრიტის მუნიციპალიტეტის სამი ხანდაზმული წევრი გაიტაცეს.

და ბოლოს, დღეს ერაყში ამერიკული სამხედრო ძალების წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ გასული წლის 22 დეკემბერს მოხდა ქალაქ მოსულში არსებული ტერორისტული დაჯგუფების ერთერთი ლიდერის დაკავება. აბდულ აზიზ აჰმედ ჰამდუნი, ამერიკელების განცხადებით, ტერორისტული აქტების მოწყობასა და კოორდინირებაში გამოტყდა.

XS
SM
MD
LG