ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცუნამის მსხვერპლთა დასახმარებლად 1 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო  - 2005-01-06


მსოფლიო ლიდერები ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებენ ცუნამის შედეგების სალიკვიდაციოდ.

დღეს, ინდონეზიაში ერთდღიანი უმაღლესი დონის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მონაწილეებს უთხრა, რომ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო ცუნამის მსხვერპლთა დასახმარებლად. ინდონეზიის პრეზიდენტი სუსილო ბამბანგ იოდოიონო კი ამბობს, რომ ამ უპრეცედენტო კატასტროფას ასევე უპრეცედენტო რეაქცია უნდა მოჰყვეს.

აი რა განაცხადა კოფი ანანმა:

“ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის გადასარჩენად, ჩვენი ღირსებისა და იმედის აღსადგენად დახმარებაც ასევე დროული და კარგად კოორდინირებული უნდა იყოს.”

ამ ფონზე, ევროკავშირის ლიდერები დამატებით 461-ი მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავენ ცუნამის მსხვერპლთა დასახმარებლად.

ჯაკარტაში მყოფმა ევრო- კომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროსომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპარლამენტს იგი ამ თანხის დამტკიცებას სთხოვს, რაც დაზარალებული რეგიონის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისთვის იქნება საჭირო.

XS
SM
MD
LG