ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა პერუში - 2005-01-02


სამხრეთ პერუდან მომავალი ინფორმაციის თანახმად, სულ ცოტა ოთხი პოლიციელი იქნა მოკლული პერუს არმიის თადარიგში გასული ოფიცრის ასობით მომხრესთან ატეხილი სროლისას. თავდამსხმელებმა პოლიციის შენობა იგდეს ხელთ და პერუს პრეზიდენტის ალეხანდრო ტოლედოს გადადგომა მოითხოვეს.

თვითმხილველები და ადგილობრივი მედია იტყობინებიან, რომ ორმხრივი ცეცხლი დღეს, დილით გაიხსნა.

გადამდგარი ოფიცერი ანტაურო ჰუმალა ერთერთ ულტრანაციონალისტურ დაჯგუფებას უდგას სათავეში და პერუს პრეზიდენტს იგი კორუპციასა და ჩილეს სასარგებლოდ პერუს ბიზნეს ინტერესების გაუფასურებაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG