ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკა: უბედურების ზონაში 2000-ზე მეტია ადამიანია დაღუპული - 2004-12-26


შრი ლანკაში ცუნამის შედეგად ორი ათას ასი ადამიანია დაღუპული. კოლომბოში, სამთავრობო წყაროების მონაცემებით ბევრი დაკარგულად ითვლება.

შრი ლანკის სანაპიროებზე, ათასობით ტურისტი და ადგილობრივი მაცხოვრებელი კატასტროფის მსხვერპლი გახდა, როცა ადიდებულმა ზღვამ ნაპირზე მდგომი სახლები და მანქანები სათამაშოებივით გადაატრიალა.

კატასტროფის მასშტაბების გაცნობიერებისთანავე, შრი ლანკის მთავრობამ ქვეყნის სამხრეთი ეროვნული უბედურების ზონად გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისკენ მოუწდა.

შრი ლანკი სანაპიროებზე უკვე განლაგდა ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო სამხედრო ძალები. დაკარგულებს შვეულმფრენებითაც ეძებენ.

XS
SM
MD
LG