ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ბედი ელის კიოტოს პროტოკოლს?  - 2004-12-18


დღეს, ბუენოს აირესში დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გლობალური დათბობის პრობლემებს ეხებოდა.

შეერთებული შტატების და ევროკავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც გლობალური დათბობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით მაისში ხელახალ შეხვედრას ითვალისწინებს.

კონფერენცია გაეროს ეგიდით მიმდინარეობდა და კიოტოს პროტოკოლის სხვადასხვა პუნქტების განხორციელებას აშუქებდა. კიოტოს პროტოკოლი, როგორც ცნობილია სათბურის გაზების გამოყოფის შემცირებას ავალდებულებს მონაწილე მხარეებს.

შეერთებულ შტატებს ჯერ არ მოუხდენია პროტოკოლის რატიფიკაცია. ევროპის სახელმწფოთა ლიდერების განცხადებით, ამ საკითხზე ნებისმიერი სახის ხელშეკრულება შეერთებულ შტატებსაც უნდა აერთიანებდეს.

XS
SM
MD
LG