ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი საბერძნეთში - 2004-12-15


საბერძნეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა რომლებმაც ავტობუსი შეიპყრეს 20 ზე მეტი მგზავრით კიდევ სამი მძევალი გაათავისუფლეს, რითაც გათავისუფლებულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. ავტობუსი ათენის ცენტრისაკენ მიემგზავრებოდა,როცა ამ დილით შეიარაღებულმა პირებმა მძევლები გაიტაცეს.სულ მალე მძღოლმა და ვატმანმა ერთ მგზავრთან ერთად გაქცევა მოახერხეს. საბერძნეთის პრემიერ მინსტრმა კოსტას კარამანლისმა ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრაზე გამგზავრება ერთი დღით გადასდო ამ ინციდენტთან დაკავშირებით. პრემიერ მინისტრის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ ბატონი კარამანლისი ბრიუსელისაკენ ხვალ გაემგზავრება. საბერძნეთის პოლიციამ ალყა შემოარტყა ავტობუსს.მათი გადმოცემით, გამტაცებლები უცხოელები უნდა იყვნენ. პოლიციას არ დაუდასტურებია ცნობები იმის თაობაზე თითქოს გამტაცებლები გამოსასყიდად ერთ მილიონ დოლარს ითხოვენ.

XS
SM
MD
LG