ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფალუჯა კონტროლის ქვეშ: - 2004-11-13


ერაყის დროებითმა ეროვნული უშიშროების მინისტრმა-ქასემ დავოუდმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ერაყის შეიარაღებული ძალების მიერ ფალუჯას დაკავების ოპერაცია დამთავრდა.

ახლა გრძელდება დარჩენილი მცირერიცხოვანი ჯგუფებისგან ქალაქის გაწმენდა.

დღეს, ბაღდადში ბატონმა დავოუდმა განმარტა, რომ ხუთდღიანი ოპერაციის განმავლობაში მოკლული იქნა 1000ზე მეტი და დაპატიმრებულია დაახლოებით 2000 მეამბოხე. აშშ-ის არმიის შეფასების თანახმად, იერიშის დაწყებამდე ქალაქში 3000-ზე მეტი მეამბოხე იმალებოდა.

ფალუჯას ოპერაციის შესახებ, ამერიკის სამხედრო სარდლობას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. იმავედ როს, როგორც ცნობილი გახდა, ერაყის მესამე უდიდეს ქალაქ მოსულში უკვე მესამე დღეა, რაც ადგილი აქვს შეტაკებებს შეიარაღებულ პირებთან. მეამბოხეები იქ ახალი ფრონტის გასხნას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG