ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპილოს ძვრის ნაპირის რესპუბლიკიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს - 2004-11-10


საფრანგეთმა სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკის დედაქალაქ აბიჯანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო,საფრანგეთის საწინააღმდეგო ძალმომრეული დემონსტრაციების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. დღეს საფრანგეთის თვითმფრინავებით ფრანგი და სხვა ეროვნების უცხოელები გადაჰყავთ,რომლებიც ამ ქვეყნიდან გასვლას ითხოვენ. ამ ფონზე, ათასობით პრომთავრობის დემონსტრანტი პრეზიდენტ ლოურენტ გბაგბოს სახლის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის შემოლვლებას ცდილობს ,რამეთუ მათი თქმით პრეზჰიდენტის მტრებს მისი ხელში ჩაგდება სურთ. შაბათიდან სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა მოპროტესტეებსა და საფრანგეთის ძალებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად. დემონსტრაციები მოჰყვა საფრანგეთის მიერ სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკის მცირერიცხოვანი საჰაერო ძალების განადგურებას. საფრანგეთმა შური იძია ,მას შემდეგ რაც ამ ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავებმა მეამბოხეების მიერ დაკავებულ ტერტორიაზე ცხრა ფრანგი მშვიდობისმყოფელი მოკლეს. სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ დაბომბვა შეცდომით განხორციელდა.

XS
SM
MD
LG