ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშის ახალი მთავრობა: სპეკულაცია თუ სინამდვილე - 2004-11-06


გაზეთ “ ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, პრეზიდენტი ბუში არ მოსთხოვს თავისი კაბინეტის წევრებს გადადგომის შესახებ განცხადების წარდგენას, როგორც ეს აქამდე იყო მიღებული ახალი მთავრობის დამტკიცების დროს.

“ ვაშინგტონ პოსტის” აზრით, ხუთშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ბუშმა ყველას მიანიშნა, რომ ის კმაყოფილია თავისი მთავრობის წევრთა მუშაობით და უახლოეს ხანში რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ უნდა ველოდეთ.

ამის მიუხედავად, შეერთებულ შტატებში არ წყდება ლაპარაკი შესაძლო გადადგომების შესახებ. ამერიკულ მედიაში გავრცელებული აზრით, იუსტიციის მინისტრი ჯონ ეშკროფტი, პრეზიდნეტ ბუშის ინაუგურაციამდე დატოვებს თავის პოსტს.

ასევე მოსალოდნელია სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის და შინაგანი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ტომ რიჯის გადადგომაც.

XS
SM
MD
LG