ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო კანდიდატები აგრძელებენ ამომრჩეველთან შეხვედრებს - 2004-10-31


ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და სენატორი ჯონ კერი აგრძელებენ თავის წინასაარჩევნო კამპანიას. პრეზიდენტი ბუში დღეს ფლორიდასა და ოჰაიოში გამართავს შეხვედრებს. სენატორი კერი კი ოჰაიოში ეკლესიაში წირვაზე დასწრების შემდეგ ფლორიდასა და ნიუ ჰემფშირში დაგეგმილ მიტინგებზე გამოვა სიტყვით.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით პრეზიდნეტობის ორივე კანდიდატს ამომრჩეველთა 48 პროცენტი უჭერს მხარს.

მეტოქენი თავიანთ გამოსვლებში ძირითადად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამახვილებენ ყურაყდღებას, განსაკუთრებით ოსამა ბინ ლადენის უკანასკნელი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ.

XS
SM
MD
LG