ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენი: ამერიკელების უსაფრთხოება მათივე ხელშია - 2004-10-30


პრეზიდენტი ბუში და სენატორი ჯონ ქერი აცხადებენ, რომ ტერორიზმს დაამარცხებენ.

ეს განცხადებები მოჰყვა ალ ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ვიდეო ჩანაწერის გავრცელებას. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, ბინ ლადენი ვერ დააშინებს ამერიკას.

სენატორი ქერი აცხადებს, რომ ამერიკელები ერთად დგანან და სურთ რომ ბოლო მოუღონ ბინ ლადენს და ტერორიზმს. მან ტერორისტებს “ ბარბაროსები” უწოდა. ამ ვიდეოფირზე ბინ ლადენი დაუფარავად აცხადებს, რომ მან მოუხდინა ორგანიზება 11 სექტემბრის მოვლენებს. მისივე თქმით, “ მეორე მანჰეტენის” თავიდა აცილება შესაძლებელია თუ ამერიკა აღარ შეუქმნის სართხეს არაბული ქვეყნების უშიშროებას. ალ ყაიდასა ლიდერის თქმით, ამერიკელთა უსაფრთხოება მათივე ხელშია და რომ ამ უსაფრთხოების გარანტი ორიდან ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ იქნება.

XS
SM
MD
LG