სტეისი კენტი ლიტერატურული კრიტიკოსის კარიერისათვის ემზადებოდა, როცა ევროპაში მოგზაურობისას მის მუსიკოს მეგობრებს შეხვდა, რომლებიც ლონდონის სამუსიკო სკოლაში ჯაზის კლასის მოსასმენად მიემგზავრებოდნენ. სტეისი მეგობრებს ლონდონში გაჰყვა და მისდა გასაოცრად, იგი ვოკალის კლასში ჩაირიცხა. რამოდენიმე წელიწადში ჯაზმა იგი ისე გაიტაცა რომ მომავალ მეუღლესთან-ჯიმ ტომლინსონთან ერთად სტეისიმ ჯაზ ჯგუფი შექმნა რომელიც დიდი წარმატებით გამოდიოდა დიდ ბრიტანეთში.
მოუსმინეთ სტეისი კენტს.