ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში მრავალცოლიანობა ისჯება - 2004-10-26


თურმე ოთხი ცოლის ყოლა ჯერაც არ ნიშნავს მრავალცოლიანობას, მაგრამ თუ ეს ციფრი 29 მდე გაიზარდა, აი , მაშინ....აი, რას იტყობინება ქაიროდან ჩვენი კორესპონდენტი გრეგ ლამოტე. 58 წლის ეგვიპტელ ბიზნესმენს ფავზი-მაჰუდ- ალ-ბაჰავის ციხე ელის. ისლამის კანონით ეგვიპტეში მხოლოდ ოთხი ცოლის ყოლაა დაშვებული. ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულ ბიზნესმენს 23 ცოლი ჰყავდა, თანაც უმეტესობა 16 წლამდე ასაკისა, რომელთა შერთვისთვის იგი ყალბ საბუთებს იყენებდა ქალიშვილების ასაკის მომატების მიზნით. საქმოსანი თავის მაღაზიაში დააპატიმრეს. პოლიციის თანახმად, იგი მოზარდი გოგონების ოჯახებში არსებულ სავალალო მდგომარეობას თავის სასარგებლოდ იყენებდა და აიძულებდა მცირეწლოვან გოგონებს მას ცოლად გაჰყოლოდნენ. უპრო ადრე, ეგვიპტელი მილიონერი გაასამართლეს, რომელმაც განა მარტო ქონებით, ცოლების რაოდენობითაც გადააჭარბა ზემოხსენებულ საქმოსანს. მას 29 ცოლი ჰყავდა. როცა მოსამართლემ მას შრომა-გასწორების ბანაკში შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა,-იქვე დასძინა-პატიმრობის ვადას რომ შეასრულებ მიხვდები, რომ შვიდი წლით პატიმრობა 29 ცოლის ყოლაზე უფრო ადვილიაო.

XS
SM
MD
LG