ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში სადამხმარებლო თანამშრომელი გაიტაცეს - 2004-10-20


საერთაშორისო სადამხმარებლო ორგანიზაცია-care-მ საქმიანობა შეწყვიტა ერაყში წარმომადგენლობის დირექტორის-მარგარეტ ჰასანის გატაცების შემდეგ.

ქალბატონი ჰასანი გუშინ გაიტაცეს, მოგვიანებით გამტაცებლებმა ვიდეო ფირი გაავრცელეს, სადაც დატყვევებული მძევალია ნაჩვენები.

მარგარეტ ჰასანი წარმოშობით ირლანდიელია. იგი ერაყში 25 წელია ცხოვრობს და მუშაობს.

ამ ფონზე, ორგანიზაციის ავსტრალიის ოფისის წარმომადგენლობა აცხადებს, სადამხმარებლო მისია ყველაფერს აკეთებს ჰასანის გასათავისუფლებლად.

ბოლო მონაცემებით, ერაყის ქალაქ ფალუჯაში დღეს ამერიკული ძალების მიერ განხორციელებული რეიდისას ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ტერორისტად ცნობილი აბუ მუსაბ ზარქავის საცხოვრებელსა და მის მიმდებარე სახლებზე.

XS
SM
MD
LG