ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი: ახალი სამხილები სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ - 2004-10-13


ერაყში გამომძიებლებმა ქვეყნის ჩრდილოეთში ნაპოვნი მასობრივი საფლავებიდან გვამების ექსგუმაცია დაიწყეს, ეძებენ რა სამხილებს დამხობილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესისთვის.გამომძიებლების თანახმად, სოფელ ჰატრასთან სამასი გვამი იპოვეს და ვარაუდობენ, რომ ათასობით გვამი უნდა იყოს ახლო მახლო ჩამარხული. აღმოჩენილი საფლავები ერაყელ ქურთებს ეკუთვნით,რომლებიც 1987-88 წლებში მოკლეს სადამის რეჟიმის დროს. ერაყის ადამიანის უფლებების დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 40-მდე მსგავსი მასობრივი საფლავია დაფიქსრებული. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშით სადამ ჰუსეინის 24 წლიანი მმართველობის დროს სულ მცირე 300.000 ადამიანია მოკლული .

XS
SM
MD
LG