ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ჰამასის კიდევ ერთი ლიდერი შეიპყრო - 2004-10-13


ისრაელის რადიოს ცნობით მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჯარისკაცებმა ჰამასის მეთაური დააპატიმრეს, რომელიც ვარაუდით პასუხისმგებელია აგვისტოში, ისრაელის ქალაქ ბეერ შევაში მომხდარი ორი ტერაქტისათვის ,რომლებმაც 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პალესტინელ თვითმხილველთა თანახმად იმად ქავასმე დანებდა, მას შემდეგ რაც სრაელმა ჯარისაცებმა ალყაში მოიქციეს იგი . ღაზის სექტორში ისრაელის ტანკიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა,როცა ჯარისკაცები დაბა ბეით ჯაბალიისაკენ მიიწევდნენ. უფრო ადრე, ამ მიდამოებში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰამასის აქტივისტი დაიღუპა. ამ ფონზე, პალესტინელთა ხელისუფლებამ ქალაქ ღაზას პალესტინელთა უშიშრეობის უფროსის იასირ არაფატის ნათესავის მუსა არაფატის ოფისთან ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების მიზეზების გამოძიება დაიწყო

XS
SM
MD
LG