ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელ-ბარადეი ერაყის ანგარიშს ელის  - 2004-10-12


ერაყში გაქრა მასალები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნას ბირთვული იარაღის შესაქმნელად.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ატომური ენერგიის სააგენტომ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი აპარატურა და მასალები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნას ბირთვული იარაღის შესაქმნელად-გაჰქრა მას შემდეგ რაც ერაყში აშშ-ის მეთაურობით კოალიციის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ.

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ უკანასკნელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ მასალების გაუჩინარების შესახებ ცნობილი გახდა თანამგზავრიდან დაკვირვების შედეგად.

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორმა, მოჰამედ ელ-ბარადეიმ განაცხადა, რომ ერაყი ჯერ კიდევ ვალდებულია სააგენტოს ყოველ ექვს თვეში მოახსენოს ამ სფეროში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

მაგრამ, როგორც ბატონმა ელ-ბარადეიმ თქვა, მის სააგენტოს არავითარი ამგვარი მოხსენება არ მიუღია გასული წლის დასაწყისიდან.

XS
SM
MD
LG