ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეხეთის ხელისუფლება იარაღს უგზავნის ავღანეთს  - 2004-10-11


ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ კენჭი უყარა ავღანეთის ეროვნული არმიისათვის დამატებითი იარაღის გადაცემის საკითხს. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ებთან დახმარება გაუწიოს ქაბულისათვის ტყვია- წამლის, ხელყუმბარებისა და სასიგნალო რაკეტების ტრანსპორტირებაში. ეს იარაღი ჩეხეთის სამხედრო ინდუსტრიის ნამატია, რომელიც ან უნდა გაეყიდათ, ან გაენადგურებინათ. ესოშეიტედ პრესის სააგენტოს თანახმად თავდაცვის მინისტრმა კარელ კუენელმა განაცხადა, რომ იარაღის მიწოდებას ერაყისთვისაც აპირებენ.

XS
SM
MD
LG