ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიკრო სესხების გაცემამ ამერიკაში  იმატა


მიკრო სესხების გაცემამ ამერიკაში  იმატა
მიკრო სესხების გაცემამ ამერიკაში  იმატა

<!-- IMAGE -->

მცირე ბიზნესებზე სესხის გაცემა საკამაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, განსაკუთებით კი განვითარებად ქვეყნებში. ეკონომიკური რეცესიის შემდეგ მიკრო სესხების გაცემამ ამერიკაშიც იმატა, რადგანაც საბანკო სესხების გამოტანა სულ უფრო რთულდება, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის.

ერთ-ერთი კერძო კომპანია დაბალშემოსავლიან ხალხს სესხის აღების საშუალებას აძლვს იმისთვის, რომ მათ საკუთარი მიზნების შესრულებისკენ ლტოლვა არ შეწყვიტონ. სესხის თანხა 500-დან 50 ათას დოლარამდე მერყეობს.
ფიდელ გარსია კაპიტოლიუმის პილატეს იოგას ცენტრის მფლობელია, პატრიკ კარლი კი კაპიტალ სიტი დაინერის თანა-მფლობელია. ორივე მათგანმა ვაშინგტონში საკუთარი ბიზნესის წამოწყება მას შემდეგ შეძლო, რაც "ლათინო ეკონომიკური განვითარების კორპორაციისგან" მცირე ბიზნეს სესხი აიღეს.
გარსია კუბელი ემიგრანტია, რომლმაც საკუთარი სტუდია ნოემბერში, ვაშინგტონის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში გახსნა.
მან რამდენიმე სხვადასხვა ბანიდან სცადა სესხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს "ლათინო ეკონომიკური განვითარების კორპორაციას" მიაგნო და მათგან 10 ათასი დოლარი ისესხა.

„ეს ჩემთვის უდიდესი დახმარება იყო, რადგანაც აუცილებლად უნდა მეყიდა აღჭურვილობა და გადამეხადა ფართის ქირაც.“

პატრიკ კარლსა და მის ბიზნეს პარტნიორს კორპორაციამ 35 ათასი დოლარი ასესხა. მისი თქმით:
„მათ მთელი პროცესი აგვიხსნეს ისე, როგორც ამას ოჯახის წევრთან გააკეთებ. ეს იყო განსხვავებული შეგრძნება. ისინი ჩვენ ძალიან დაგვეხმარნენ.“

ლათინო ეკონომიკური განვითარების კორპორაცია" 10 წლის წინ შეიქმნა და თავდაპირველად სესხებს მხოლოდ ლათინურ ამერიკული წარმოშობის ადამიანებზე გასცემდა. ახლა კორპორაცია გაფართოვდა და სესხებს ნებისმიერ დაბალ შემოსავლიან ადანიანზე გასცემს. შარლინ ვან დაიკი სესხების გაცემის მენეჯერია:

„ჩვენ პირველ რიგში იმას ვაფასებთ რა თანხის გადახდა შეუძლია თითოეულ პიროვნებას ყოველთვიურად და ამის შემდეგ ვადგენთ იმას, თუ რა თანხა შეიძლება მას ვასესხოთ.“

მისივე თქმით, კორპორაციის კლიენტების ნახევარზე მეტი ლათინურ-ამერიკული წარმოშობისაა.


„ვაშინგტონში დიდი რაოდებონით ემიგრანტები ცხოვრობენ. ჩვენ უამრავი ეთიოპიელი და სამხრეთ აზიელი კლიენტიც გვყავს,“ განაცხადა ქალბატონმა ვან დაიკმა.

"ლათინო ეკონომიკური განვითარების კორპორაცია" მცირე ბიზნესის დაწყების მსურველთათავის უკანასკნელი გამოსავალია სესხის ასაღებად. კორპორაცია ისეთ ბიზნესებზეც გასცემს სესხს, რომლებიც უკვე დიდი ხანია არსებობენ, მაგრამ ახლა განიცდიან ფინანსურ სირთულეებს. რესტორნის მესაკუთრე ბატონი კარლი ისეთივე წარმატებულია თავის ახალ ბიზნესში, როგორც იოგას სტუდიის დამფუძნებელი ბატონი გარსია.

შარშან კორპორაციამ 600 ათასის ოდენობის სესხები გასცა მცირე ბიზნესებზე. სესხი ყველამ დააბრუნა გარდა ერთი ადამიანისა,რომელმაც სამსახური დაკარგა.



XS
SM
MD
LG