<!-- IMAGE -->
საბერძნეთში ბანკის თანამშრომლები დღეს 3 თანამაშრომლის დაღუპვას აპროტესტებენ, რომლებმაც დემონსტრანტების მიერ ცეცხლ წაკიდებულ ბანკის შენობიდან გამოსვლა ვერ შეძლეს.
გუშინ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა ათენში. გამომსვლელები მთავრობის მხრიდან ქვეყნის გაკოტრების დაუნდობელ მცდელობებს აპროტესტებდნენ.
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, გეორგიუ პაპაკონსტანტინომ პარლამენტს განუცხადა, რომ მთავრობა მზად არის მიიღოს ქვეყნის გაკოტრებისგან დაცვის ყველანაირი ზომა, მათ შორის საგანგებო გეგმა, რომელიც ბიუჯეტის მნიშვნელოვან შეკვეცას გულისხმობს.