<!-- IMAGE -->
შეერთებული შტატების ორმა მსხვილმა ავიაკომპანიამ - იუნაითედ ეირლაინსმა და კონტინენტალ ეირლაინსმა - შერწყმა გადაწყვიტა. შედეგად შეიმქნება მსოფლიოში უმსხვილესი ავიახაზები.
ორივე ავიაკომპანიის ადმინისტრაციამ შერწყმასთან დაკავშირებული გარიგება მოიწონა. გასულ კვირა დღეს გამოქვეყნებული დეტალების თანახმად ავიაკომპანიების შერწყმა 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
შერწყმის შედეგად შეიქმნება ავიაკომპანია სახელწოდებით იუნაითედ ეირლაინზ ანუ „გაერთიანებული ავიახაზები,“ რომელიც 59 ქვეყანაში 370 დანიშნულების ადგილს მოემსახურება.
აღსანიშნავია, რომ შერწყმის გარიგება აქციონერებმა და ანტი-მონოპოლური საქმიანობის მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დაამტკიცონ.