ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ავარიის ადგილზე ჩადის


პრეზიდენტი ობამა ავარიის ადგილზე ჩადის
პრეზიდენტი ობამა ავარიის ადგილზე ჩადის
<!-- IMAGE -->

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს მექსიკის ყურეში ჩადის ნავთობჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შედეგად გამოწვეული ზარალის შესაფასად. აღსანიშნავია, რომ წყლისქვეშა ჭაბურღილიდან ნავთობი კვლავინდებურად ჟონავს, რაც ოფიციალური პირების შეშფოთებას იწვევს რადგან ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ზღვის ზედაპირზე დაღვრილი ნავთობის ზომა სამჯერ გაიზარდა.
შაბათს შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ უამინდობის გამო დაღვრილი ნავთობის გაწმენდა მნიშვნელოვნად შეფერხდა. ამას გარდა, ძლიერი ქარის გამო დაღვრილი ნავთობი სანაპიროს მიმართულებით მიედინება.
20 აპრილს ნავთობჭაბურღილზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი და წყლისქვეშა ჭაბურღილიდან დღეში 800,000 ლიტრი ნედლი ნავთობი იღვრება.

შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის ადმირალმა თად ალენმა განაცხადა, რომ წყლის სიღრმის გამო შეუძლებელია იმის დადგენა თუ ზუსტად რა რაოდენობის ნავთობი დაიღვარა ჭაბურღილიდან.
შაბათს დაღვრილი ნავთობი ლუიზიანას შტატის სანაპიროს მიუახლოვდა.


XS
SM
MD
LG