ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციასთან შეტაკება საბერძნეთში


პოლიციასთან შეტაკება საბერძნეთში
პოლიციასთან შეტაკება საბერძნეთში

<!-- IMAGE -->


შეტაკება მოხდა საბერძნეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის ეკონომიკური გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ისახავს მიზნად.

საგანგებო ეკონომიკური გეგმა საბერძნეთის მთავრობამ მწვავე ეკონომიკური კრიზისის გამო მიიღო. დღეს ათასობით ბერძენი მოქალაქე სწორედ ამ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა. მათ პოლიციის მიმართულებით ქვები და ცეცხლმოკიდებული ბოთლები ისროლეს. პოლიციამ დემონსტრანტებს ცრემლსადენი გაზით უპასუხა.

ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთისთვის ეკონომიკური დახმარების პროექტს მალე დაამატკიცებენ. პროექტი 160 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, და საბერძნეთის ეკონომიკის გადარჩენას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG