ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის ყურეში ნავთობის მასიური ნაკადი ჩადის


მექსიკის ყურეში ნავთობის მასიური ნაკადი ჩადის

<!-- IMAGE -->


სამაშველო რაზმები კვლავ ცდილობენ მექსიკის ყურეში ნავთობის მასიური ნაკადის შეჩერებას. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბრითიშ პეტროლიუმის ჭაბურძილი აფეთქდა და ჩაიძირა.

ამერიკის ყურის სანაპიროზე მცხოვრები ხალხი გარემო და ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას.
დაღვრილი ნავთობის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მისი დანახვა ჰაერიდანაც შეიძლება.

პრეზიდენტი ობამა 30 დღეში ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, რათა სამომავლოდ კატასტროფის თავიდან აცილების გზები არსებობდეს.


ამასობაში თეთრი სახლი ამბობს, რომ სანაპიროსთან ახლოს ჭაბურღილები აღარ იქნება. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ობამას მიერ ახალი მორატორიუმის წამოჭრას მოყვა, რაც შიდა ნავთობით უზრუნველყოფას ხელშესაწყობად გადაწყდა.


“მჯერა რომ შიდა ნავთობის წარმოება ჩვენი საერთო სტრატეგიის, ენეგრო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ეს ჩვენი მუშახელის და გარემოს მიმართ დიდი პასუხისმგებლობით უნდა გაკეთდეს.”

რამდენიმე დღის მანძილზე ბრითიშ პეტროლიუმი ნავთობის დინების შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ ძლიერმა ქარმა მცდელობები შეაფერხა.

ამერიკის სანაპირო დაცვის ხელმძიღვანელი, ადმირალი სალი ბრაის ო ჰარა მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

“ჩვენ განვაგრძობთ ზედაპირზე მოქმედებას, მაგრამ ბოლო 2 დღეა ხელსაწყოების მუშაობა ამინდზეა დამოკიდებული და მომავალი რამდნეიმე დღის განმავლობაში, ძლიერი ქარის გამო, ჩვენ მათ ვერ გამოვიყენებთ.”

სანაპიროს მცველები ამბობენ, რომ ნავთობის ნაპირისკენ წამოსვლის შესაჩერებლად 50.000 მეტრის ხლართები გაიბა. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, 300-ზე მეტი გემი და სამხედრო თვითმფრინავი მუშაობს ნავთობის გაჟონვის შესაწყვეტათ. ექსპერტთა თქმით, დღეში 800 000 ლიტრი ნავთობი კვლავ მექსიკის ყურეში მიედინება.

ნავთობის გაჟონვის შესაჩერებლად, მთავრობა ერთ საშუალება განიხილავს, რაც ახალი ჭაბურღილის გათხრას, დაგროვილი წნევის გამოშვებას და დინების შეჩერებას გულისხმობს. მაგრამ ამას 90 დღე დაჭირდება.

“ჩვენ პირველი დღიდან მზად ვართ უარესი სცენარისთვის.”
შინაგანი უშიშროების მდივაბმა, ჯანეტ ნაპოლიტანომ ყურის სანაპირო მოინახულა.
სანაპირო ზოლს ნავთობმა ხუთშაბათს მიაღწია. გარემოს დაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ შედეგები შეიძლება იმაზე უარესი იყოს, ვიდრე ექსონ ვალდეზ ტანკერს, ალიასკის სანაპიროზე 1989 წელს ჰქონდა.

მარკ დევისი ტულანის უნივერსიტეტში, წყლის რესურსების ინსტიტუტის დირექტორია.
“ეს განსხვავებული ტიპის ნავთობი და სანაპიროა. ჩვენი ჭაობები კიდევ შეიძლება ამ დაბინძურებას მოერიოს, მაგრამ ცოცხალი არსებები სათუოა. ისინი ვერ იკვებებიან, ქვირითს ვერ ყრიან, ის რაც გადარჩება კომერციულად გამოუსადეგარი იქნება.”


კევინ ჰაირი და ყურის სანაპიროს სხვა მცხოვრებლები კრევეტების, ხამანწკებისა და კიბორჩხალების დაჭერით ირჩენენ თავს. ისინი გაოგნებულები არიან და არ იციან რა ქნან.
“სამსახური აღარ არის, ცხოვრების შეცვლაა საჭირო, რა უნდა გავაკეთოთ?”
დღეიდან მოყოლებული, სანამ ნავთობი ველურ ბუნებას მიაღწევს, მეთევზეებმა მოსავლის აღება უნდა მოასწრონ.


XS
SM
MD
LG