ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში სკოლების დაცვა გააძლიერეს


ჩინეთში სკოლების დაცვა გააძლიერეს
ჩინეთში სკოლების დაცვა გააძლიერეს
<!-- IMAGE -->

ჩინეთის სკოლებში ამ კვირაში მომხდარი სამი ძალადობრივი თავდასხმის შემდეგ, მთავრობამ პოლიციას სკოლების დაცვის გაძლიერება დაავალა.
საჯარო უსაფრთხოების სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ბავშვებზე ძალადობა განსაკუთრებული სიმკაცრით დაისჯება.

ამით ხელისუფლებას ბავშვებზე სამომავლო თავდასხმების შესაძლებლობის შემცირება სურს.
გუშინ ჩინელი გლეხი დაწყებითი კლასების სკოლაში შევარდა და სანამ თავს მოიკლავდა, ჩაქუჩით 5 ბავშვი დააშავა. ხუთსაბათს დანით შეიარაღებული მამაკაცი ასევე შეიჭრა სკოლაში და 4 და 5 წლის ასაკის 29 ბავშვი დაჭრა. ოთხშაბათს კი ყოფილმა მასწავლებელმა 15 მოსწავლე დააშავა ასევე დანით თავდასხმისას.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩინეთის სკოლებში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 9 ბავშვია დაღუპული.


XS
SM
MD
LG