<!-- IMAGE -->
ევროპა საბერძნეთის დავალიანების კრიზისის მოგვარებას ლამობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების თავმჯდომარეები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები დღეს მოგვიანებით ბერლინში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ხვდებიან. შეგახსენებთ, რომ გერმანიამ საბერძნეთისთვის დახმარების აღმოჩენა გადაწყვიტა. შეხვედრისას საბერძნეთის დავალიანების საკითხს განიხილავენ. გერმანიის პარლამენტის ზოგი წევრი აკრიტიკებს ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებას, თუმცა გერმანიის ელჩი ათენში ვოლფგანგ შულთჰეისი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა საბერძნეთს გასაჭირში არ მიატოვებს.