ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკი ჩინეთს ხმის მიცემის უფლებას უძლიერებს


მსოფლიო ბანკი ჩინეთს ხმის მიცემის უფლებას უძლიერებს
მსოფლიო ბანკი ჩინეთს ხმის მიცემის უფლებას უძლიერებს
<!-- IMAGE -->

მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით ჩინეთს 186-წევრიან საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციაში ხმის უფლება გაეზრდება.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზოლიკმა კვირას ვაშინგტონში გამოსვლისას აღნიშნა, ჩინეთის ხმის მიცემის უფლება გაიზარდა ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის გამო.

მსოფლიო ბანკში ჩინეთის ხმის მიცემის უფლება გაიზარდა 2.7 პროცენტიდან 4.42 პროცენტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ჩინეთი მსოფლიო ბანკის მესამე ყველაზე გავლენიანი წევრი გახდა, შეერთებული შტატებისა და იაპონიის შემდეგ.

ხსენებული გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის რეფორმის ნაწილია, რომლის მიზანია განვითარებადი სამყაროსთვის უფრო მეტი ძალაფულების გადაცემა. განვითარებადი სამყაროს ქვეყნების შეჯამებული ხმის უფლება მსოფლიო ბანკში 47 პროცენტს აღემატება.

ზოლიკმა ჟურნალისტებს მოახსენა, რომ მსოფლიო ბანკი აღიარებს, რომ დროა, რომ ეგრეთწოდებული „მესამე სამყაროს“ ცნება წარსულს ჩაბარდეს.

ზოლიკის თქმით მსოფლიო მრავალპოლარული ეკონომიკისკენ მიისწრაფვის.

XS
SM
MD
LG