ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა


ავღანეთში ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა
ავღანეთში ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა
<!-- IMAGE -->

ავღანეთის და კოალიციის სამხედრო ძალებმა ჩრდილოეთ ავღანეთში ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც 13 ამბოხებული გაანადგურეს. ორი მათგანი თალიბანის ლიდერები იყო.

ნატოს სარდლობის განცხადებით, კოალიციის ძალები სადაზვერვო ინფორმაციაზე დაფუძნებით მოქმედებდნენ. მათ მიიღეს ცნობა, რომ ჩრდილოეთ პროვინციაში ამბოხებულები ერთერთ სახლში იმალებოდნენ. თალიბებმა ჩაბარებაზე უარი განაცხადეს და კოალიციის ძალებს ცეცხლის გაუხსნეს. ნატოს სარდლობამ დაადასტურა, რომ ლიკვიდირებულთა შორის თალიბანის ორი ლიდერიც იყო.


XS
SM
MD
LG