ჰიუ პოპმა ახლო აღმოსავლეთში თითქმის 30წელი იმოგზაურა.ჟურნალისტის პროფესიასთან ერთად იგი არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებსაც ფლობს.
ახალ წიგნში,რომლის სახელწოდება „სადილი ალ ყაიდასთან“ გახლავთ ჰიუ პოპი ახლო აღმოსავლეთში საკუთარ თავგადასავალზე წერს. მისი მოგონებები ძირითადად არაბეთის,ისლამის,მსოფლიო პოლიტიკასა და ტერორიზმის საკითხებს ეხება.
წიგნის სახელწოდება მაშინ დაიბადა,როცა ჰიუ პოპმა ალ ყაიდას ერთერთ წევრთან ერთად მართლაც ისადილა.ეს 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მოხდა.მაშინ ჰიუ პოპი ჟურნალ ვოლ სტრიტის კორესპონდენტი იყო და საუდის არაბეთსა და ელ რიადში ახალგაზრდა სამხედროს შეხვდა,ვინც საუდის ტერორისტებს თვითმფრინავის გატაცებაში ავარჯიშებდა.
„დაია ავღანეთის ბანაკში მუშაობდა და საუდის ახლაგაზრდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორისტული აქტების გასახორციელებლად წრთვნიდა. პირადად იცნობდა ტერორისტებს და ყველა მათაგანს დიდი სიყვარულით იხსენებდა.“
დიალოგის დროს ჰიუ პოპმა ყურანის ერთერთი მცნება შეახსენა ავღანელ სამხედროს და სთხოვა არ მოეკლა, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა,რომ ტერორისტმა ჟურნალისტი სადილად მიიპატიჟა.
„მსურდა დამერწმუნებინა ტერორისტი იმაში ,რომ ყველა ჟურნალისტის სურვილია სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს.ჩვენ ინფორმაციის დიდ საშუალებებს ვფლობთ და მათი მეოხებით ამა თუ იმ ფაქტთან დაკავშირებით ზოგად წარმოდგენას ვაყალიბებთ“ამბობს ჟურნალისტი.
ჰიუ პოპი 23 წლიანმა გამოცდილებამ დაარწმუნა იმაში, რომ ახლო აღმოსავლეთი მონოლითური ისლამური სამყარო არ არის. წიგნში იგი კიცხავს ისლამურ ქვეყნებს,ვინც რელიგიას საკუთარი მიზნების განსახორციელებლად იყენებს.
ჰიუ პოპი საკუთარ წიგნში ოპტიმისტურად შეჰყურებს ისლამური ქვეყნების მომავალს და მტკიცედ სჯერა,რომ ჟურნალისტური საქმიანობა და მედია სამსახურები ამერიკის მოსახლეობაში ისლამური სამყაროს სტერეოტიპს დაამსხვრევენ.
პოპი ასევე ძალზე კმაყოფილია იმ ფაქტით,რომ პრეზიდენტი ობამა ცდილობს ისლამური სმაყაროს წარმომადგნელებთან სასაუბროდ დაჯდეს და მათთან ურთიერთობების საშულებებს ეძებს.
ვეტერან ჟურნალისტს სწამს,რომ დასავლელი მკითხველი მისი ახალი წიგნის საშუალებით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ხალხებს ახალი კუთხით გაიცნობს და მასზე უკეთესი წარმოდგენას შეიძენს.
„ჩემი წიგნი ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე განსხვავებულ იდეებსა და შეხედულებებს გთავაზობთ“
ჟურნალისტი ჰიუ პოპის ახალი წიგნი „სადილი ალ ყადასთან“ სანტ მარტინის გამომცემლობამ დაბეჭდა.