ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფინანსური რეფორმა აუცილებლად უნდა გატარდეს"


"ფინანსური რეფორმა აუცილებლად უნდა გატარდეს"
<!-- IMAGE -->

შეერთებული შტატების პრეზიდებტი ბარაკ ობამას განცხადებით, ვოლ სტრიტის ანუ ფინანსური სისტემის რეფორმა დაუყოვნებლად უნდა გატარდეს მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ბევრი ის პროგრამა დაამთავრა, რომლებიც ფინანსური კრიზისის დასაძლევად გასცა.
ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში, ბატონმა ობამამ დღეს განაცხადა, რომ მასტიმულირებელმა პროგრამებმა მილიონობით ადამიანს სამსახური შეუნარჩუნა.

ამასთან, მან ხაზინის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მასტიმულირებელი პაკეტები წინასწარ გათვლილი 500 მილიარდი დოლარის ნაცვლად, ქვეყანას დაახლოებით 90 მილიარდი დაუჯდება.

ბატონი ობამას განცხადებით, ფინანსური კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გატარდეს ფინანსური რეფორმა, რომელიც რთულ ფინანსურ გარიგებებს ნათელს მოჰფენს და მომხმარებელს უკეთესად დაიცავს.


XS
SM
MD
LG